ტრამპი: ისევე როგორც თაღლითი ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისიც უვარგისია ლიდერობისთვის, ის დაანგრევს ჩვენს ქვეყანას

თუ კამალა ჰარისი პრეზიდენტის პოსტის დაკავებას შეძლებს ის ამერიკას გაანადგურებს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ტრამპმა ჰარისს „რადიკალური მემარცხენე გიჟი“ და უწოდა.

მისი თქმით, დემოკრატების დამარცხება აუცილებელია.

„კამალა ჰარისი თეთრ სახლში თუ შევა, იქნება ყველაზე რადიკალი, უკიდურესად მემარცხენე ექსტრემისტი, ვინც ოდესმე დაიკავებს თეთრ სახლს, არასოდეს ყოფილა ასეთი გიჟი თეთრ სახლში.

ახლა ჩვენ გვყავს დასამარცხებელი ახალი მსხვერპლი, მატყუარა კამალა. ყველაზე არაკომპეტენტური და მემარცხენე ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში. ახლა მოიყვანეს ის, ვინც ბაიდენზე უარესია, რადგან ბაიდენი ყალბი ლიბერალია. ბაიდენი არც ისე ლიბერალი იყო. ის ყალბი იყო. კამალა ჰარისი ნამდვილი ლიბერალია. და მას აქვს ახალი ხაზი, თქვენ იცით, ის ამბობს: „მე ვარ პროკურორი“. ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პროკურორია. მან გაანადგურა სან-ფრანცისკო.

თუ კამალა ასე თავხედურად გატყუებთ ჯო ბაიდენის გონებრივი უუნარობის თაობაზე, მაშინ ის მოგატყუებთ ნებისმიერ რამეზე. მისი ნდობა არასოდეს შეიძლება.

ისევე როგორც თაღლითი ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისიც უვარგისია ლიდერობისთვის. ის დაანგრევს ჩვენს ქვეყანას ერთ წელიწადში. ეს ქვეყანა განადგურდება. ხმა კამალასთვის არის ხმის მიცემა კიდევ ოთხი წლით უსინდისობისთვის, არაკომპეტენტურობისთვის, სისუსტისა და წარუმატებლობისთვის“, – აცხადებს ტრამპი.