“დარწმუნებული ვარ, ქართველები გაიმარჯვებენ და დაიბრუნებენ ევროატლანტიკურ მიმართულებას” | პავილიონისი ქაცარავას შეხვდა

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სამოქალაქო აქტივისტსა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს, დავით ქაცარავას შეხვდა.

ლიეტუველი დეპუტატი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. ის წერს, რომ ქაცარავა “არაერთხელ სასტიკად სცემეს “ქართული კოშმარის” სპეცრაზმმა მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისში “რუსული კანონს” მშვიდობიანად აპროტესტებდა”.

მისივე თქმით, სულ უფრო მეტი ექსპერტი ამბობს, რომ შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილი და “ქართული კოშმარი” ბელარუსის 2020 წლის სცენარისთვის ემზადება – მოწინააღმდეგების ციხეში ჩასმა, ორგანიზაციების დახურვა, რომლებიც მის მმართველობას აკრიტიკებენ, არჩევნების მოპარვა.

“დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად “ქართული კოშმარისა”და მათი ინსტრუქტორების ძალისხმევისა მოსკოვში, ქართველები გაიმარჯვებენ და დაიბრუნებენ თავისუფლებას და ევროატლანტიკურ მიმართულებას და ყველა ლიტველი ყოველთვის მხარს დაუჭერს მათ ამ გზაზე”, – წერს ის.