ისრაელმა საფრანგეთი ოლიმპიადის დროს ტერორისტული თავდასხმის პოტენციური საფრთხის შესახებ გააფრთხილა – Le Figaro

ისრაელმა საფრანგეთი ოლიმპიური თამაშების დროს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისგან ტერორისტული თავდასხმის პოტენციური საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

„ზოგი ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ მხიარული მოვლენის აღნიშვნას. ტერორისტული ჯგუფები შეეცდებიან განახორციელონ ტერორისტული თავდასხმები ისრაელის დელეგაციის წევრებზე და ისრაელელ ტურისტებზე ოლიმპიური თამაშების დროს“,- წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ფრანგ კოლეგას.

პალესტინის ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ოლიმპიადაზე ისრაელის მონაწილეობის აკრძალვას ითხოვდნენ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პალესტინის აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.