რუსეთის თავდაცვა: აღიკვეთა ბრიტანეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავების მცდელობა, დაერღვიათ ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე

რუსული გამანადგურებლის, სუ-27-ის საშუალებით, აღიკვეთა ბრიტანეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავების მიერ, სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მცდელობა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

რუსული მხარის მტკიცებით, 26 ივლისს, რუსეთის საჰაერო სივრცის კონტროლის სისტემებმა შავ ზღვაზე შენიშნეს საჰაერო სამიზნეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარს უახლოვდებოდნენ.

„რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, მორიგე საჰაერო თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-27-ის ტიპის გამანადგურებელი ჰაერში იქნა გაშვებული. ეკიპაჟის მიერ, საჰაერო სამიზნეები იდენტიფიცირებული იქნა, როგორც დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135 და Typhoon-ის ტიპის ორი გამანადგურებელი. მას შემდეგ, რაც მათ რუსული გამანადგურებელი მიუახლოვდა, უცხოური სამხედრო თვითმფრინავები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრიდან გაბრუნდნენ.

შედეგად, არ იქნა დაშვებული რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტი. რუსული გამანადგურებლის ფრენა განხორციელდა საერთაშორისო წესების მკაცრი დაცვით, ნეიტრალურ წყლებზე საჰაერო მარშრუტების გადაკვეთის ან უცხო სახელმწიფოს თვითმფრინავებთან სახიფათოდ მიახლოების გარეშე “, – ნათქვამია განცხადებაში.