თეთრ სახლში ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ჯო ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შესახვედრად თეთრს სახლში მივიდა. ინფორმაციას The Times Of Irsael-ი ავრცელებს.

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტების წინაშე ნეთანიაჰუმ ბაიდენს ისრაელის 50-წლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოუთმენლად ველი, დღეს თქვენთან ერთად განვიხილო, რას გავაკეთებთ მომდევნო თვეებში“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ბაიდენს 40 წელია, იცნობს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბატონო პრემიერ-მინისტრო. ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ინფორმაციისთვის, მანამდე ისრაელის პრემიერი აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს ღაზაში ომს, ვიდრე არ გაანადგურებს „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობებს და მის მმართველობას და ყველა მძევალს სახლში არ დააბრუნებს.