ტყიბულის მუნიციპალიტეტს ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა. 50 ბავშვისთვის გათვალისწინებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მუხურასა და ახალსოფელში აშენდა.
პროექტების განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო.
სოფელ მუხურაში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა და ახალი სასწავლო წლიდან პირველად დაიწყებს ფუნქციონირებას.