ტრამპი უარს ამბობს კამალა ჰარისთან დებატებზე – Bloomberg-მა მიზეზი განმარტა

„აშშ-ის ექსპრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიიდან“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან დებატებზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც „დემოკრატების“ სავარაუდო კანდიდატმა „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელს დაგეგმილ შეხვედრამდე დაურეკა“, – აღნიშნულის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.

Bloomberg- ის ცნობით, ტრამპის სპიკერმა სტივენ ჩენგმა განაცხადა, რომ დებატების გეგმები „ვერ შესრულება იქამდე, ვიდრე „დემოკრატები“ თავიანთ კანდიდატურას ოფიციალურად არ წარადგენენ“.

„დაგეგმვა შეუსაბამო იქნებოდა, რადგან დემოკრატებმა შესაძლოა აზრი შეცვალონ“, – თქვა ჩენგმა.

ვიცე-პრეზიდენტმა ტრამპის გუნდის ამ პოზიციას მწვავე კრიტიკით უპასუხა.

ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ მზად არის დონალდ ტრამპთან დებატებში მიიღოს მონაწილეობა.