უკრაინის ელჩი თურქეთში: ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიის 25% რჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ

უკრაინის ელჩმა ანკარაში ვასილ ბოდნარმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის გარეშე ცეცხლის შეწყვეტა, აგრესორს მისცემს დროს, გააძლიეროს თავისი შესაძლებლობები და განაახლოს თავდასხმები უკრაინაზე.

„ბევრმა ქვეყანამ შემოგვთავაზა ცეცხლის შეწყვეტის იდეა, მაგრამ არავინ ფიქრობს, თუ რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიის 25% დარჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ. ეს, ასევე, ნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმების განახლებისთვის თავის შესაძლებლობებს გააძლიერებს“, – აღნიშნა ბოდნარმა.

დიპლომატის თქმით, რუსული ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც უკრაინაში ორ წელზე მეტია გრძელდება, მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვით საერთაშორისო სამართლის მიხედვით არის შესაძლებელი.