რუსებმა დონბასში კიდევ ერთი დასახლება აიღეს – DeepState

რუსმა მებრძოლებმა დაიკავეს სოფელი ვოვჩე (დონეცკის ოლქი) და შეძლეს წინსვლა იასნობროდოვკაში,- ინფორმაციას უკრაინული მედია DeepState-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ასევე დაფიქსირდა მოწინააღმდეგის წინსვლა ჟელანისა და დიბროვოს დასახლებების რაიონებში“, – იტყობინება DeepState ანალიტიკოსები.

ექსპერტებმა, ასევე, განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგეები ცდილობენ წინსვლას ვოვჩის მახლობლად ხუთი მიმართულებით.