„არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ“ – ერდოღანი პალესტინელების მხარდაჭერის მიზნით ისრაელში შეჭრით დაიმუქრა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, შესაძლოა, პალესტინელების დახმარების მიზნით ისრაელში შევიდეს.

„ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ისრაელმა ვერ შეძლოს პალესტინისთვის მსგავსი რაღაცების გაკეთება. როგორც ყარაბაღში, ლიბიაში, ჩვენ, შეიძლება, გავაკეთოთ იგივე მათთან. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ შევძლოთ ამ ნაბიჯების გადადგმა“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.