კალიფორნიაში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. როგორც BBC წერს, ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიის ნაწილებში ვრცელდება და ყოველ ერთ საათში, 5 000 ჰექტარ ტერიტორიას ანადგურებს.
ცეცხლი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ოთხშაბათს გაჩნდა და ამ დროისთვის, 350 000 ჰექტარზე დიდი ტერიტორია მოიცვა. როგორც შტატის სახანძრო სამსახურში, Cal Fire-ში აცხადებენ, კვირის მდგომარეობით, ხანძრის მხოლოდ 10% იყო ლოკალიზებული.
ცეცხლის ჩაქრობას 3 700 მეხანძრე ცდილობს, თუმცა, მათ ხელს ციცაბო რელიეფი და ქარი უშლის.
რამდენიმე დღის წინ, დააკავეს 42 წლის მამაკაცი, რომელიც ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. წინასწარი ცნობით, მან ხევში ცეცხლმოკიდებული ავტომობილი დატოვა.
როგორც BBC აღნიშნავს, კალიფორნიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარია.