შემთხვევა ქალაქ რიზეში, სოციალური მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე მოხდა. სცენაზე თურქეთის პრეზიდენტთან ოჯახი აიყვანეს. ორი პატარა ძმიდან უფროსმა ბიჭმა ერდოღანს ხელზე აკოცა, უმცროსს კი ეს დაავიწყდა, რის გამოც პრეზიდენტმა მას მსუბუქი სილა უთავაზა. ამის შემდეგ, პროტოკოლის თანამშრომელმა ბავშვი გააფრთხილა, მანაც ერდოღანს ხელზე აკოცა და ხელი შუბლზე მიიდო. ისლამურ სამყაროში ეს ჟესტი უფროსებისადმი პატივისცემის გამოხატულებაა და ამას ბავშვობიდანვე ასწავლიან. ამის შემდეგ ერდოღანმა ორივე ძმას წინასწარ გამზადებული ფულის კუპიურები აჩუქა.
მიუხედავად არსებული ტრადიციისა, კრიტიკა ერდოღანის საქციელმა მაინც გამოიწვია, რამდენად მიზანშეწონილი იყო პატარა ბავშვთან ასეთი ქმედება. იხილეთ ვიდეო: