“მანქანაში ჩატენეს, ბებიას ურტყეს… ვიდეოკადრები უკვე გაშიფრულია“ – ახალი დეტალები 23 წლის გოგოს გატაცების საქმეში

კახეთში, სოფელ კაბალიდან 23 წლის ქალი გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ახალგაზრდა ქალის ბიძა ამბობს, რომ გამტაცებლემბა ძალა გამოიყენეს.  არსებობს გატაცების ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომელიც ბიძის ნათქვამს ადასტურებს.

„ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს.

ცნობილია ავტომობილის სავარაუდო სამყოფელი. გამოკითხვაზე ვართ პოლიციაში“, – ამბობს გატაცებული ქალის ბიძა.

“არ ვიცი, სად არის ჩემი შვი­ლი,  გოგო მან­ქა­ნა­ში ჩა­ტე­ნეს, ბე­ბი­ას ურტყეს. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა არა­ფე­რი იცი­ან. მთე­ლი ღამე ვი­კი­თხე­ბო­დით“, – აცხა­დებს გა­ტა­ცე­ბუ­ლის მამა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გატაცებული ქალის ძებნაში პოლიციაა ჩართული. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით – თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის გამტაცებლებს რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.