რუსეთის ოლქებზე დრონებით შეტევა იყო. თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 39 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხუთ რეგიონში. უწყება ამბობს, რომ კურსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს 19 დრონი, ბელგოროდის რაიონში ცხრა, ვორონეჟის ოლქის სამი, ბრიანსკის ოლქის ხუთი და ლენინგრადის ოლქის თავზე 3.
ამ განცხადებაში საუბარი არაა ორიოლის ოლქის შესახებ, თუმცა მისმა გუბერნატორმა ანდრეი კლიჩკოვმა ღამით დაწერა, რომ ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და ელექტროსადგური დაზიანდა.
უფრო ზუსტად, მან დაწერა:
“გლაზუნოვსკის რაიონში მტრის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დაშავებულები არ არიან, თუმცა, ადგილობრივ ელექტროსადგურზე არის დაზიანება”.
რუსეთის ვორონეჟის ოლქის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო. მისი მტკიცებით, დრონი შეაჩერეს, მაგრამ როცა ის ჩამოვარდა, დაზიადნა გარკვეული კომუნალური ინფრასტრუქტურის ობიექტი. გუბერნატორის თქმით, ამ ობიექტის სახურავზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.