„გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემების მიხედვით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაყიდვები 22%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, შარშან ივნისში 3 785 ბინაა გაყიდული.
რაც შეეხება საშუალო ფასს, 2024 წლის ივნისის მონაცემებით, 1 კვ.მ. ყველაზე ძვირი – 2 689 დოლარი, მთაწმინდაზე ღირს, ყველაზე იაფი – 916 დოლარი კი ვაშლიჯვარში იყო.
რაც შეეხება სხვა რაიონებს, გასული თვის მდგომარეობით, თბილისის უბნებში კვადრატული მეტრის ფასი შემდეგი იყო:
- ვაკე – 1 კვ.მ. – 2 346 დოლარი;
- ჩუღურეთი – 1 კვ.მ. – 1 563 დოლარი;
- საბურთალო – 1 კვ.მ. – 1 535 დოლარი;
- კრწანისი – 1 კვ.მ. – 1 445 დოლარი;
- ისანი – 1 კვ.მ. – 1 272 დოლარი;
- დიდუბე – 1 კვ.მ. – 1 208 დოლარი;
- ნაძალადევი – 1 კვ.მ. – 1 122 დოლარი;
- გლდანი – 1 კვ.მ. – 1 047 დოლარი;
- სამგორი – 1 კვ.მ. – 1021 დოლარი;
- დიდი დიღომი – 1 კვ.მ. – 965 დოლარი.