ირანი „ჰამასის“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ხელმძღვანელებს მასპინძლობს.
უფრო კონკრეტულად კი, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელ, ისმაილ ჰანიე და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ გენერალური მდივან, ზიად ალ-ნახალეს შეხვდა.
ლიდერები ახლად არჩეული პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად ირანში ჩავიდნენ.
„მინიმუმ ხუთი პრეზიდენტი და 10 გამომსვლელი მიიღებს მონაწილეობას ინაუგურაციის ცერემონიაში“, – წერს ირანის სახელმწიფო მედია.