თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს გამოეხმაურა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის დაურეკავს რომის პაპს ფრანცისკეს, რათა ქრისტიანული მსოფლიოს წინააღმდეგ ჩადენილი უზნეობა განიხილოს.
მისი თქმით, პარიზში სამარცხვინო სცენა შეურაცხმყოფელი იყო თურქეთისთვისაც.
„პარიზში სამარცხვინო სცენამ შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ კათოლიკურ მსოფლიოს, არა მხოლოდ ქრისტიანულ მსოფლიოს, არამედ, მათ მსგავსად, ჩვენც. პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე წარმოდგენილმა უზნეობამ კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენ წინაშე არსებული საფრთხის მასშტაბი“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.