შუა დერეფნით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 65%-ით გაიზარდა

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR), ანუ შუა დერეფნით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წლის პირველ ნახევარში 65%-ით გაიზარდა.

მონაცემებს ყაზახეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, იანვარ-ივნისში ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე ტვირთბრუნვის მოცულობამ 2,1 მლნ ტონა შეადგინა.

ახლახან ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცემინისტრ სატჟან აბლალიევმა განაცხადა, რომ წელს დაგეგმილია, შუა დერეფნით ტრანსპორტირების მოცულობა 4,2 მლნ ტონამდე გაიზარდოს.

ცნობისთვის: 2023 წელს TITR-ის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვა, 2022 წელთან შედარებით, ანალოგიური 65%-ით გაიზარდა და 2,7 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ, როცა 2022 წელს 1,7 მლნ ტონას შეადგენდა.

TITR ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, შემდგომ კი თურქეთისა და ევროპის ქვეყნების გავლით გადის. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შუა დერეფნის ნაწილია.