თუშეთის გზაზე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა | დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი

ფშაველი-აბანო ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა ორი მგზავრი. ისინი ამ წუთებში მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა 27-ე კილომეტრზე მოხდა. მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.