რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისთან დებატებში სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს.
„დიახ, ალბათ მივიღებ მონაწილეობას დებატებში“, – განაცხადა ტრამპმა Fox News -თან ინტერვიუში.
ამასთან, ტრმაპმა თქვა, რომ იტოვებს უფლებას, უარი თქვას დებატებზე.
„არ მიყვარს ყალბი ამბების წახალისება. ისინი ათეულობით მილიონი დოლარის გამომუშავებას გეგმავენ ამ დებატებით. მე არ მომწონს ABC“, – აღნიშნა ტრამპმა.