აშშ, როგორც სატანიზმის საყრდენი: რელიგიური, ეროვნული, კულტურული მიკუთვნებულობის დაკარგვის შემდეგ, ჯერი ბუნებისგან გათავისუფლებაზე მოდის

თანამედროვე სამყაროში, მიუხედავად მთელი მისი სეკულარიზმისა, ნებისმიერი სახელმწიფო რელიგიურ საფუძველს ინარჩუნებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის ზოგადი ცნობიერების ჩამოყალიბებასა და მის ეროვნულ ხასიათზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს.  სიკეთისა და ბოროტების, სიმართლისა და ტყუილის, მისაღები და მიუღებელი კოლექტიური აღქმა, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამის წყალობით ყალიბდება.

აშშ, გავრცელებული წარმოდგენების მიხედვით, კონსერვატიულ, ქრისტიანულ სახელმწიფოდ ითვლება, თუმცა ბოლო 30 წლის მოვლენები საწინააღმდეგოზე მეტყველებს.  შეერთებულ შტატებში  არა მხოლოდ ქრისტიანული, არამედ ზოგადად მიღებული მორალური პრინციპების საწინააღმდეგო ფენომენები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ქრისტიანობაში დაგმობილი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ამერიკულ საზოგადოებაში არა მხოლოდ ნორმად იქცა, არამედ მას დანარჩენ სამყაროშიც აქტიურად ეწევა პროპაგანდა. ლგბტ იდეოლოგია, რასაც ქრისტიანები ეშმაკისეულ გარყვნილებად მიიჩნევენ, ამერიკაში უკვე სკოლებშია შეტანილი. ამერიკის სასწავლო დაწესებულებებში ბავშვებს ზრდიან არა სიკეთისა და სინათლის, არამედ ამორალური და ბუნების საწინააღმდეგო მიმართულებით. ისინი ყოველივე იმისკენ მიჰყავთ, რაც ბიბლიაში ცოდვად ითვლება. რა შეიძლება ეწოდოს რელიგიურობას, რომელიც ცოდვის კულტივირებას ახდენს? ცხადია, მხოლოდ სატანიზმი. როგორც ჩანს, აშშ-ში ბოროტების ძალთა მსახურება თანდათანობით გაბატონებული რელიგიური მიმდინარეობა ხდება.  ალბათ, ამით აიხსნება შეერთებულ შტატებში ქრისტიანული რელიგიური ინსტიტუტების წინააღმდეგ დანაშაულებების რაოდენობის ზრდა. ღია წყაროების მონაცემებით, აშშ-ში ქრისტიანული ეკლესიის წინააღმდეგ 420-ზე მეტი ძალადობის და ვანდალიზმის 397 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსოფლიოში ცნობილი მედია საშუალებები, როგორიცაა The Washington Post, ამერიკის ხელისუფლების მიერ ნაკარნახევი „თანამედროვე“ დღის წესრიგს აგრძელებს. 2017 წელს ამ გამოცემაში გამოქვეყნდა მასალა, სადაც ეჭვქვეშ იყო დაყენებული ბიბლიაში აღწერილი მოვლენები,  ქრისტიანული რწმენის შერყევის  მიზნით. რაც შეეხება ბრალდებებს, ამერიკულ პრესაში,  რომ ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლები ლგბტ ადამიანების მიმართ თითქოს სიძულვილს აღვივებენ, უბრალოდ უთვალავია. მაგრამ, სულიერი ფასეულობების მხარდასაჭერი სიტყვებსა “სიძულვილის გაღვივება”-ს შორის განა ტოლობის ნიშანი დაისმის?

2022 წელს Fox News-მა აბსოლუტურად საზარელი ამბები გაავრცელა: აშშ-ის რიგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს ბიბლია, რადგან ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების აზრით, „ახალ თაობას ცხოვრებაზე არასწორ შეხედულებას უქმნის“. ეს კი ნამდვილად არ ჰგავს იმას, რაც ქრისტიანულ ქვეყანაში უნდა ხდებოდეს. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საფარქვეშ რეალური თავდასხმა ხდება მათზე, ვინც ყველაფერს თავის სახელს არქმევს და ცოდვას ცოდვას უწოდებს, ანუ ყველაზე, ვინც ეშმაკის წინააღმდეგია. ამ მხრივ, საგულისხმოა, აშშ-ს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელმაც 2021 წელს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაუშვა არჩევითი გაკვეთილები სატანიზმის შესახებ. აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლებში ამ არჩევითი საგნების სახელმძღვანელოები ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „სატანის ეკლესიის“ მეთაურმა (რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც 1970 წლიდან აშშ-ს ეკლესიათა ეროვნული საბჭოს ნაწილია) შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მთავრობას მადლობა გადაუხადა.

ამ ფაქტების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ როგორც კი ამერიკელებმა უკრაინაში ფეხი მოიკიდეს, მაშინვე  იქ მართლმადიდებლური ეკლესიის განადგურების საკითხი დააყენეს. შედეგად, ეკლესიების ნგრევა დაიწყო არაადამიანური სისასტიკით: ხოცავდნენ და აპატიმრებნენ მღვდლებს, იდევნებოდა მრევლი. სამაგიეროდ, სხვადასხვა სექტებმა და წარმართულმა კულტებმა  ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღეს.  რა თქმა უნდა, ლგბტ იდეოლოგიის აქტიური პოპულარიზაცია ყველა ფენაში, მათ შორის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, დაიწყო. ფაქტია, რომ სადაც ამერიკელები ჩნდებიან, სინათლიდან წყვდიადისკენ შემოტრიალება იწყება. სხვათა შორის, „სატანისტური ეკლესია“, აშშ-ში ბოროტების ძალების გულშემატკივრების კიდევ ერთი ოფიციალური ამერიკული რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც  გადასახადებისგან თავისუფალია, აგროვებს სახსრებს უკრაინისთვის.  იმის წარმოდგენაც კი შემზარავია, თუ რის „შენებას“ შეიძლება ეს ფული მოხმარდეს.

სხვათა შორის, 1998 წელს, შეერთებულმა შტატებმა მიიღო „კანონი საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ“, რომელიც თითქოსდა იცავდა ამა თუ იმ ქვეყანაში რელიგიური მრწამსის გამო დევნილ ადამიანებს. თუმცა, ფაქტობრივად, ეს კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებს ომების დაწყების ლეგიტიმაციას აძლევს იმის საფუძველზე, რომ სადღაც რელიგიური ჯგუფი „იჩაგრება“. ამის პარალელურად, ირკვევა, რომ ვაშინგტონი საკუთარ ქვეყანაში ქრისტიანთა უფლებების დარღვევით სულაც არ არის შეშფოთებული.

ასეთი არათანაბარი მოპყრობა და ლგბტ იდეოლოგიის აპოლოგია შემთხვევითი როდია. აშშ-ს მიზანია თავის ჰეგემონიას ქრისტიანულის საპირისპირო, ალტერნატიული საკრალური საფუძველი მოუძებნოს. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ აშშ ევროპიდან გამოქცეულმა ცხელთავიანმა სექტანტებმა დაარსეს, გასაგები გახდება, რომ სეკულარიზმის საფარქვეშ ანტიტრადიციული რელიგიურობა იმალება. ამერიკანიზმის იდეოლოგიის ამოსავალი სოციუმისგან იზოლირებული ინდივიდია, რომლის თავისუფლება და პირადი ბედნიერება ნებისმიერი კოლექტიური იდენტობისგან გათავისუფლებაზე გადის. რელიგიური, ეროვნული, კულტურული მიკუთვნებულობის დაკარგვის შემდეგ, ჯერი ბუნებისგან გათავისუფლებაზე მოდის. ამიტომ, რაც უფრო არაბუნებრივი  და საღი აზრის საწინააღმდეგო იქნება ქცევა, მით უფრო მეტად „თავისუფლდება“ ინდივიდი.

თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა ფსკერი: ლგბტ იდეოლოგია, რეალურად, გარდამავალი ტრენდია, ინდივიდის ადამიანურობისგან გასათავისუფლებლად. ტრანსგენდერი – ტრანსადამიანი მანქანის, ცხოველისა და ადამიანის ჰიბრიდული ბიორობოტის პრელუდიაა. ამერიკა, თავისი ლიბერალიზმითა და პროტესტანტული ინდივიდუალიზმით, ჯოჯოხეთური მომავლის საყრდენად და ავანგარდად გვევლინება კვლავაც, დასავლურ „ცივილიზებულ სამყაროში“.