ჰამასის ლიდერი ჰანიია ზუსტი სარაკეტო დარტყმის შედეგად მოკლეს

პალესტინური ორგანიზაცია ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიია ირანის დედაქალაქ თეირანში, თავის დროებით რეზიდენციაში, ზუსტი სარაკეტო დარტყმის შედეგად იქნა მოკლული.

ამ ინფორმაციას ირანის ოფიციოზი ავრცელებს, ისრაელის მთავრობა კი სდუმს.

ჰანია თეირანში ირანის ისლამური სახელმწიფოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავიდა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საიდან იქნა გაშვებული რაკეტა, არ ვრცელდება.

როგორც ყოველთვის, ისრაელის საწინააღმდეგო განცხადებებში აქტიურობს თურქეთი. ანკარადან ამჯერადაც გაისმა მოწოდებები მსოფლიოსადმი, “შევაჩეროთ ისრაელი”. თუმცა, მჭახე განცხადებების გარდა, თურქეთის ლიდერი ერდოღანი არანაირ სამხედრო ზომებს ისრაელის წინააღმდეგ არ ღებულობს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჰანიიას მკვლელობა კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას ახლო აღმოსავლეთში და ცეცხლის შეწყვეტას ახლო მომავალში შეუძლებელს გახდის.

 

 

лава политбюро ХАМАС Исмаил Хания убит в Тегеране.BFM.ru
В ХАМАС ответственность за убийство Хании возлагают на Израиль и США.Газета.Ru
Представители армии Израиля заявили, что «не комментируют сообщения иностранных СМИ».Национальная служба новостей
Анкара осудила убийство Хании и призвала международное сообщество остановить Израиль, пока конфликт не расширился.