„ჰეზბოლა“ ისრაელის თავდასხმის შედეგად მისი მეთაურის დაღუპვას არ ადასტურებს

„ჰეზბოლა“ ისრაელის თავდასხმის შედეგად, მისი მეთაურის, ფუად შუქრის დაღუპვას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

„ჰეზბოლას“ განცხადებით, ფუად შუქრი ღამით ბეირუთში, იმ შენობაში იმყოფებოდა, რომელსაც ისრაელმა დაარტყა, თუმცა მის გარდაცვალებას ჯერჯერობით არ ადასტურებს.

„ჰეზბოლას“ ცნობით, შენობის ნანგრევებს სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები ასუფთავებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰეზბოლას“ მეთაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით გაავრცელა.