ინდოეთში, კერალას შტატში მეწყრის შედეგად სულ მცირე 123 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასამდე ადამიანი ამ დრომდე მიწის მასის ქვეშ რჩება. მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ, თუმცა მათ წვიმა და ცუდი ამინდი უშლით ხელს.
მეწყერი კერალაში გუშინ ჩამოწვა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას ეძინა. შტატის მთავრობაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება.