ისრაელმა ბეირუთის ერთ-ერთ უბანზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა – თავდასხმის სამიზნე „ჰეზბოლას“ მეთაური იყო

ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

როგორც ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, დარტყმის სამიზნე „ჰეზბოლას“ მეთაური იყო, რომელიც გოლანის მაღლობებზე საჰაერო თავდასხმას ხელმძღვანელობდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ „წითელი ხაზი გადაკვეთა“.

27 ივლისს, გოლანის მაღლობების ჩრდილოეთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს. დაჯგუფება ბრადლებას უარყოფს.