Reuters: ერდოღანმა მმართველი პარტიის წევრებს განუცხადა, რომ „ლგბტ ლობმა“ დასავლეთი მძევლად აიყვანა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას კაცობრიობის წმინდა ღირებულებებზე „ამაზრზენი“ თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ ეს იყო ქრისტიანული სამყაროს შეურაცხყოფა, „ლგბტე ლობის“ დაწესება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ლგბტ ლობიმ დასავლეთი მძევლად აიყვანა.

როგორც „როიტერი“ წერს, ერდოღანმა ანკარაში, მმართველი პარტიის წევრებს უთხრა, რომ ოლიმპიადა გაიხსნა „მტრობით კაცობრიობის, შემოქმედებისა და იმ ღირებულებების მიმართ, რომლებიც ადამიანებს ადამიანებად აქცევს“.