მათივე ცნობით, 2024 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 307,2 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 313 ათასი ტონა.
„კატეგორიების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 165,1 ათასი ტონა (53,7%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 136 ათასი ტონა (44,3%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 6,1 ათასი ტონა (2%).
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 327,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 52,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი – 84,7 ათასი ტონა – 13,7%; რუმინეთი – 68,3 ათასი ტონა – 11%; აზერბაიჯანი – 56,4 ათასი ტონა – 9,1%; ბელარუსი – 33,2 ათასი ტონა – 5,3%; თურქმენეთი – 17,2 ათასი ტონა – 2,8%; საბერძნეთი – 13,5 ათასი ტონა – 2,2%; თურქეთი- 6,9 ათასი ტონა – 1,1%; კვიპროსი – 6,3 ათასი ტონა – 1% და ა.შ.