თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დაიღუპა

თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დაიღუპა, – ამის შესახებ განცხადებას ირანის რევოლუციური გვარდია ავრცელებს.

 

ისმაილ ჰანიეს დაღუპვა „ჰამასმაც“ დაადასტურა და იგი მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.

„ჰამასის“ განცხადებით, ჰანიე თეირანში, მის რეზიდენციაზე განხორციელებული „სიონისტური თავდასხმის“ შედეგად დაიღუპა.

ცნობისთვის, „ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიე გუშინ, თეირანში ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.