ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს. ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.
მედიის ცნობთ, ისრაელის „ჰამასთან“, „ჰეზბოლასა“ და ირანთან დაძაბულობის ფონზე ფრენები ბრიტანულმა ავიახაზებმა 2 აგვისტომდე, ხოლო ამერიკულმა 6 აგვისტომდე გააუქმა.
ფრენების გაუქმების გამო ათი ათასამდე ისრაელელი ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას.