მიმდინარე წლის 1 მაისიდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 15.6 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 146 ტონით (1%-ით), ხოლო ღირებულება – 1.1 მლნ აშშ დოლარით (7%-ით) გაიზარდა.