კამალა ჰარისს სურს, შავკანიანად იყოს ცნობილი, არ ვიცი, ის ინდოელია თუ შავკანიანი? – დონალდ ტრამპი

კამალა ჰარისს სურს, შავკანიანად იყოს ცნობილი, არ ვიცი, ის ინდოელია თუ შავკანიანი?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ჩიკაგოში, შავკანიან ჟურნალისტთა ეროვნული ასოციაციის (NABJ) წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი შავკანიანმა ხალხმა ისეთ კანდიდატს, რომლის ისტორიაც გამოირჩევა პოლიტიკურ კონკურენტებზე რასისტული თავდასხმებით, პასუხად ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა კამალა ჰარისის წარმომავლობა.

„ის ყოველთვის ინდური წარმოშობის იყო და მხოლოდ ინდურ მემკვიდრეობას უწევდა პოპულარიზაციას. არ ვიცოდი, რომ ის შავკანიანი იყო, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ის შემთხვევით შავკანიანი არ გახდა და ახლა სურს, შავკანიანად იყოს ცნობილი. ასე რომ, არ ვიცი, ინდოელია თუ შავკანიანი?“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.