უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი წარმოდგენილი უნდა იყოს მშვიდობის რიგით მეორე სამიტზე და აქედან გამომდინარე, უკრაინა ამის წინააღმდეგი ვერ იქნება.
„დღეს, მსოფლიოში უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი უნდა იყოს წარმოდგენილი ამ სამიტზე, რომ სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივაღწევთ მნიშვნელოვან შედეგებს. იქიდან გამომდინარე, რომ მთელს მსოფლიოს სურს მათი ხილვა მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენ ვერ ვიქნებით წინააღმდეგი“, – განუცხადა ზელენსკიმ ფრანგულ მედიას ინტერვიუს დროს.
შეგახსენებთ, ივნისში, შვეიცარიაში 90-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და მაღალი თანამდებობის პირი შეიკრიბა, რომ უკრაინაში გამწვავებული კონფლიქტის დასრულების გზებზე ემსჯელათ. ამ ქვეყნებს შორის არ ყოფილა რუსეთი.