„ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ცხედარი კატარში გადაასვენეს, სადაც დაკრძალვის ცერემონია გაიმართება

ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ცხედარი, კატარში გადაასვენეს, სადაც მისი დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. დოჰას აეროპორტში სპეციალურ თვითმფრინავს დაჯგუფების ლიდერები, მათ შორის ყოფილი მეთაური ჰალედ მაშალიც დახვდა.

ისმაილ ჰანიე თეირანში, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციიდან მეორე დღეს მოკლეს.ფაქტმა ისრაელის მიმართა შურისძიებისა და ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციის მასშტაბის გაზრდის რისკი გააძლიერა. მკვლელობის შემდეგ გავრცელდა ვარაუდი, რომ ჰანიეზე თავდასხმა ისრაელის მიერ იყო ორგანიზებული. მომხდარზე ისრაელი პასუხისმგებლობას არ იღებს, ქვეყნის პრემიერი ნეთანიაჰუ კი აცხადებს, რომ ჰანიეს მკვლელობაზე კომენტარს არ გააკეთებს.