„ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ისრაელთან ომი ახალ ფაზაში გადავიდა. ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის მიერ მოკლული დაჯგუფების სამხედრო მეთაურის, ფუად შუკრის დაკრძალვაზე ნასრალამ განაცხადა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ „ისრაელელები ახლა ბედნიერები არიან“, მათ „წითელი ხაზი გადაკვეთეს“ და ახლა უნდა ელოდონ „გაბრაზებასა და შურისძიებას ღაზას მხარდამჭერ ყველა ფრონტზე“.
მან აღნიშნა, რომ „ჰეზბოლას“ მეთაურის მკვლელობა არ იყო პასუხი 27 ივლისს სოფელ მაჯდალ შამსში საფეხბურთო მოედანზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე, რის შედეგადაც 12 ბავშვი დაიღუპა, არამედ ეს იყო „ომის აქტი“.
„ჰეზბოლა“ ღაზას და პალესტინელი ხალხის მხარდაჭერის გამო ფასს იხდის. ღია ბრძოლა ყველა ფრონტზე“, – აღნიშნა დაჯგუფების ლიდერმა.