პატიმრების გაცვლა მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიო ლიდერებმა იციან, დონალდ ტრამპს ხელახლა აირჩევენ, – ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯეი დი ვენსიმ განაცხადა.
რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, რუსეთის პატიმრობიდან პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებას შესანიშნავ ამბავს უწოდებს.
„მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს არის დინალდ ტრამპის ხელახლა არჩევის ალბათობის შედეგი. ძალა ქმნის კარგ შედეგებს მსოფლიო არენაზე და ვფიქრობ, ტრამპის ხელახალი არჩევის ალბათობა გახდა ამ ბიჭების გათავისუფლების მიზეზი“, – აღნიშნა ვენსმა.