შეუძლიათ დროშა მთლიანად მოხსნან და სახლში დაბრუნდნენ – ბენ გვირი თურქეთის საელჩოს თანამშრომლებს

ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრი იტამარ ბენ გვირი, ისრაელში თურქეთის საელჩოს გადაწყვეტილებას, ნახევრამდე დაეშვა  დროშა „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს პატივსაცემად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საელჩოს თანამშრომლებს შეუძლიათ დაბრუნდნენ სახლში.

„საელჩოს თანამშრომლებს შეუძლიათ მთლიანად მოხსნან დროშა და დაბრუნდნენ სახლში“, – განაცხადა ბენ გვირმა.