როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ეშინია საერთაშორისო წნეხის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, არ იყოს თეორიული შანსი, რომ არჩევნებზე მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი და ძლიერი ოპოზიციური მოთამაშე იყოს თავისუფალი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, წინასაარჩევნოდ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაში დატოვება არის უპირველესი ამოცანა.
„გუშინდელი ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც სრული სამართლებრივი ნონსენსი, უსამართლობა და უკანონობაა, ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, რომელიც არის მისი მთავარი ოპონენტი. წინასაარჩევნოდ მისი ამ უკანონო პატიმრობაში, ტყვეობაში დატოვება არის მისი უპირველესი ამოცანა.
როგორც ჩანს, მას ასევე ეშინია იმ საერთაშორისო წნეხის, რომელიც არის პრეზიდენტ ზურაბიშვილზე პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, არ იყოს თეორიული შანსიც კი, რომ ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე, მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი და ყველაზე ძლიერი ოპოზიციური მოთამაშე იყოს თავისუფლებაზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.