აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც ტრამპს ემუქრებოდა – CNN

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ვაშინგტონში დააკავეს ქალი, რომელსაც ბრალად აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპის მიმართ მუქარა და ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვოს ტარება ედება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

„დედაქალაქის პოლიციის სამმართველომ განაცხადა, რომ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში ტეხასის მაცხოვრებელი ტრამპის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ლიცენზიის გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავა“, – ციტირებს ტელეარხი ადგილობრივი პოლიციის ანგარიშს.

როგორც CNN-ი აღნიშნავს, ბრალდებულს კრისტინა მონტოია ჰქვია. ის ტრამპს 20 ივლისიდან ემუქრებოდნენ. ამასთან, პოლიციაში არ აკონკრეტებენ, თუ რა შინაარსის მუქარებზეა საუბარი.

13 ივლისს ერთ-ერთი გასვლითი მიტინგის დროს პენსილვანიის შტატში ტრამპი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყურში დაჭრეს. მსროლელი 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი იყო. ის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა ადგილზე მოკლა.