ბუდანოვის თქმით, უახლოეს თვეებში ყირიმის ხიდის განადგურების შანსი არის

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის თქმით, „არის შანსები“, რომ უახლოეს თვეებში, ყირიმის ხიდი განადგურდეს.

მისი თქმით, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ყველა მუშაობს როგორც შორი დისტანციის დარტყმებზე, ისე, ამაზე (ყირიმის ხიდის განადგურებაზე). ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ყოვლისმომცველ გადაწყვეტას მოითხოვს. მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ბუდანოვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

ხოლო კითხვას, არის თუ არა შანსები, რომ ყირიმის ხიდი უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში განადგურდეს, ბუდანოვმა უპასუხა – „არსებობს შანსები“.