აშშ-ის ექსპრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დათანხმდა Fox News-ის წინადადებას, „დემოკრატიული პარტიის“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატთან, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან დებატები 4 სექტემბერს გამართოს.
ტრამპის თქმით, დებატები პენსილვანიაში გაიმართება, თუმცა ღონისძიების ადგილმდებარეობა ჯერ არ არის განსაზღვრული.
ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ABC News-ის დებატები, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენთან იყო დაგეგმილი, ვიდრე ის საპრეზიდენტო არჩევნების რბოლას გამოეთიშებოდა, გაუქმდა.
„მე დავთანხმდი FoxNews-ს, კამალა ჰარისთან დებატები 4 სექტემბერს შედგეს“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.