უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით რუსეთის აეროდრომზე დარტყმა “საკმაოდ სამართლიანია”. ამის შესახებ ზელენსკიმ X-ზე დაწერა და 3 აგვისტოს რუსეთში სამხედრო აეროდრომსა და ნავთობის საწყობებზე უკრაინის თავდასხმას გამოეხმაურა.
“რუსული საბრძოლო ავიაცია უნდა განადგურდეს სადაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ეფექტური საშუალებების გამოყენებით. ასევე, საკმაოდ სამართლიანია რუსეთის აეროდრომებზე დარტყმა. ჩვენ გვჭირდება ჩვენს პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთობლივი გადაწყვეტილება.
ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი ხალხის დაცვის უზრუნველსაყოფად. მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა 600-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ.
ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ყოველდღიური რუსული ტერორი ძლიერი ერთობლივი გადაწყვეტილებით,” – წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინა 3 აგვისტოს, რუსეთში როსტოვის ოლქის მოროზოვსკის აეროდრომს, საბრძოლო მასალის საცავს და ნავთობის საწყობებსს დაესხა თავს.