ბანგლადეშში გამართული საპროტესტო აქციები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეები პოლიციის შენობას დაესხნენ თავს, 13 სამართალდამცველი დაიღუპა.
ბანგლადეშში რამდენიმე კვირის განმავლობაში, სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების სისტემას აპროტესტებდნენ, რის შედეგადაც სამთავრობო სექტორში სამუშაო კვოტების უმეტესი ნაწილი გაუქმდა და აქციები შეწყდა, თუმცა, შემდეგ სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.