კამალა ჰარისი წინასაარჩევნო რბოლაში დაწინაურდა – CBNews

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული“ პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა საკუთარი პოზიციები წინასაარჩევნო რბოლაში გაიუმჯობესა. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, ჰარისს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა და ფერადკანიანი ამომრჩეველი უჭერს მხარს. გარდა ამისა, ჰარისის რეიტინგი გაიზარდა ქალ ამომრჩევლებშიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის მათ ინტერესებს უფრო გაატარებს, ვიდრე „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი.

ეროვნული დონეზე ჰარისი 1%-ით უსწრებს ტრამპს, რაც მანამდე არასდროს ყოფილა. ვინაიდან, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილეობის დროს, ტრამპი მას მუდამ 5%-ით უსწრებდა.

ტელეარხის ცნობით, ქვეყნის საკვანძო შტატებში ჰარისის და ტრამპის ხმები თანაბრად იყოფა. თუმცა, ამის მიუხედავად, ტრამპი კვლავ ინარჩუნებს კარგ პოზიციებს ისეთი თემების ირგვლივ, როგორებიცაა მიგრაციული პოლიტიკა და მეტი დოვლათის შექმნა თითოეული ამერიკული ოჯახისთვის.

CBS News-ის ინფორმაციით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ მიჩიგანის შტატში ჰაირსს და ტრამპს ხმების თანაბარი რაოდენობა, 48% აქვთ, პენსილვანიაში – 50%, არიზონაში – 49%. ვისკონსინის შტატში ტრამპს მხარს 50% უჭერს, ხოლო ჰარისს – 49%, ჯორჯიაში ტრამპს ხმათა 50% აქვს, ხოლო ჰარისს – 47%. ანალოგიური ვითარებაა ჩრდილოეთ კაროლინაში, მაგრამ ნევადას შტატში ჰარისი ტრამპს უსწრებს. მას 50%-იანი მხარდაჭერა აქვს, როლო ყოფილ პრეზიდენტს – 48%-იანი.