პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლუგარის ლაბორატორიას დაფინანსება შეუჩერა.
„არის გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეწყვეტილი თანხიდან, ლუგარის ლაბორატორიაში გარკვეული კვლევები აღარ დაფინანსდება. თუმცა, აუცილებლად უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ რა თქმა უნდა, ლუგარის ლაბორატორია იმუშავებს გამართულად და თავის ფუნქციას შეასრულებს. კიდევ ერთხელ ისმის კითხვა, რომ თუ ეს დახმარებები იყო უანგარო და რეალურად რასაც ამდენი ხანი გვაჯერებდნენ, რა მოხდა მაშინ? ლუგარის ლაბორატორიას არც თავისი კომპეტენცია დაუკარგავს და არც თავისი მიზნებისთვის უღალატია. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ამ დაფინანსების შეწყვეტა გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ნარატივის გასავრცელებლად. მათ შორის, ოპოზიციისთვის „საკვები“ იქნება, რომ მათ დღის წესრიგი ააწყონ“, – განაცხადა წილოსანმა.
ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია, აშშ-ის მიერ შეჩერებული დაფინანსება, 95 მილიონი რას უნდა მოხმარებოდა.