“მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ გაუარესებულა – აქამდე ოროთახიან ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიანში” – “ვივამედის“ კლინიკური დირექტორი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რო­ბე­ბი პა­ლა­ტა­ში არ არის გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი – აქამ­დე ორო­თა­ხი­ან ლუქსში იყო, ახლა არის სა­მო­თა­ხი­ან ლუქსში, – ამის შე­სა­ხებ კლი­ნი­კა “ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, კლი­ნი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო გახ­და სა­ჭი­რო პა­ლა­ტის ცვლი­ლე­ბა.

“კლი­ნი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახა­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი დაგ­ვე­მა­ტა და დაგ­ვჭირ­და ის სარ­თუ­ლი, სა­დაც პა­ცი­ენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, პა­ლა­ტა შე­იც­ვა­ლა. ბევ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ პი­რო­ბებ­შია, არა­ნა­ი­რად არ არის გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი, აქამ­დე ორო­თა­ხი­ა­ნი ლუქსში იყო, ახლა არის სა­მო­თა­ხი­ან ლუქსში“,- აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, “ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ლა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, დე­დამ, გი­უ­ლი ალ­სა­ნი­ამ გა­ავ­რცე­ლა. ის აღ­ნიშ­ნავ­და, რომ “ახალ პი­რო­ბებ­ში ტე­ლე­ვი­ზო­რი არ ჰქონ­და“.