ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბაზის პერსონალი აწარმოებს თავდასხმის შემდგომი ზარალის შეფასებას“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ „როიტერს“.
ამასთან, წყარომ უსაფრთხოების სამსახურიდან აღნიშნა, რომ სამხედრო ბაზას „კატიუშას“ ტიპის ორი რაკეტით თავს დაესხნენ. რაკეტები ბაზაზე ჩამოვარდა.
გასულ კვირას აშშ-მა ერაყზე დარტყმა განახორციელა. ამერიკული მხარის ცნობით, იერიშის სამიზნე იყვნენ მებრძოლები, რომლებიც დრონების გაშვებას გეგმავდნენ და ამერიკული და კოალიციური ძალებისთვის საფრთხეს ქმნიდნენ.