გერმანიის იუსტიციის მინისტრი მარკო ბუშმანი მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთში დიდი ხანია არავინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.
„კატეგორიულად გირჩევთ, არ გაემგზავროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არავინ არის უსაფრთხოდ, თუ ეს მოგზაურობა აბსოლუტურად აუცილებელი არ არის“, – აღნიშნა ბუშმანმა.
მან, ასევე, დაამატა, რომ არ შეიძლება შიშის უგულებელყოფა, რომ კრემლის მმართველმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ უფრო მეტი უცხოელი დაიჭიროს, რათა კიდევ მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავდეს.
ბოლოდროინდელი გაცვლის ფაქტის კომენტირებისას ბუშმანმა აღნიშნა, რომ ბოლო მომენტამდე მას ეჭვი ეპარებოდა, რომ რუსეთის ფედერაცია შეთანხმების თავის ნაწილს შეასრულებდა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ხშირად იყენებს შხამს „პირდაპირ ან ირიბად ადამიანების სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის“ ზიანის მისაყენებლად.
„ყველაზე მეტად მაღელვებდა ის, რომ რუსეთს არ მოეწამლა ისინი გაფრენის წინ, მაგრამ იმის მიხედვით, რაც ამ მომენტისთვის ვიცით, მადლობა ღმერთს, ეს ასე არ არის“, – დასძინა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა.