ირანი ომისთვის ემზადება და დახმარებისთვის რუსეთს მიმართა – WSJ

ირანი ომისთვის ემზადება და დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ირანმა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები ითხოვა. მოსკოვმა მიწოდება დაიწყო.

როგორც  გამოცემა წერს, 5 აგვისტოს ირანში ჩავიდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ, სადაც შეხვდა ქვეყნის ახალ პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს და ირანის შეიარაღებული ძალების მეთაურს, ბრიგადის გენერალს მოჰამედ ბაგერს, რომელიც ხელმძღვანელობს ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების დაგეგმვას.

ირანის ლიდერმა განაცხადა, რომ მზად არის გააღრმაოს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, როგორც მის სტრატეგიულ პარტნიორთან.

„რუსეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერდა ირანელ ხალხს რთულ პერიოდში“, – განუცხადა ირანის პრეზიდენტმა შოიგუს.

ფაზეშკიანი აცხადებს, რომ ისრაელის „კრიმინალური ქმედებები“ ღაზას სექტორში და გასულ კვირას თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიას მკვლელობა „ყველა საერთაშორისო კანონისა და რეგულაციის დარღვევის ნათელი მაგალითია“.

„ირანისა და რუსეთის ერთობლივი პოზიციები, რა თქმა უნდა, გამოიწვევს უფრო დიდ გლობალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობას“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

შოიგუმ აღნიშნა, რომ რუსეთი „მზადაა ირანთან სრული თანამშრომლობისთვის რეგიონალურ საკითხებში“.