„ზურაბიშვილისგან აღარაფერი გამიკვირდება, ბევრი მიზეზის გამო“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, სააკაშვილისგან საზოგადოება არაერთი პოლიტიკური სპეკულაციის მომსწრე ყოფილა.
„სასაცილო გახდა უბრალოდ, მის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები, რომელიც შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ სრულიად ზედმეტად გაზვიადებული განცხადებები იყო. როგორც ჩანს, მორიგ ასეთ მცდელობასთან გვაქვს საქმე, რათა გარკვეული პანიკა დაითესოს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
არ ივარგებს, რომ შევაფასო და დისკუსიაში შევიდე სასამართლო აქტის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ დღემდე, ამ მონაჭორი იდეების, უსაფუძვლო ვარაუდების გარდა, რაიმე ანგარიშგასაწევი არგუმენტი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების უმართებულობასთან დაკავშირებით, მე არ მომისმენია. მე პირადად, ზურაბიშვილისგან აღარაფერი გამიკვირდება, ბევრი მიზეზის გამო“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.