„ორივეს კარგად ვიცნობ, ვაიძულებ მათ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას“ – ტრამპი პუტინსა და ზელენსკიზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებას გეგმავს, რათა მოლაპარაკებები დაიწყოს.

„თუ არჩევნებში გავიმარჯვებ, პირველ რიგში, პუტინსა და ზელენსკის დავუკავშირდები – ორივეს ძალიან კარგად ვიცნობ და ვაიძულებ მათ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.